საბერძნეთის რამდენიმე კუნძულზე წყალდიდობის გამო სკოლები დაიკეტა

02 აპრილი 2025, 10:26 317 ნახვა
00:00
00:00

საბერძნეთის კუნძულ პაროსზე კოკისპირულმა წვიმამ მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა დედაქალაქ ნაუსას.  სტიქიის ზონაში მობილიზებულია  მძიმე ტექნიკა. ძლიერ  წვიმას თან ახლდა სეტყვა. რამდენიმე  კუნძულზე სკოლებში სასწავლო პროცესი შეწყდა.

ბოლო წლებში  საბერძნეთში ხშირია  გამანადგურებელი წყალდიდობები.  მეცნიერები ექსტრემალურ ამინდს გლობალური ტემპერატურის ზრდის შედეგად  წყლის დათბობას მიაწერენ.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი