ე.წ. “ციანიდის საქმე”

02 მაისი 2017, 00:00 2414 ნახვა

ე.წ. ციანიდის საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმე ირაკლი მამალაძე პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსის სოსო ოხანაშვილის და დაცვის სხვა ყოფილი წევრების წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას ითხოვს. ის არ ასახლებს კონკრეტულად რა მტკიცებულებები შეიძლება დაედოს, ამ მიმართულებით გამოძიებას, და აკონკრეტებს, რომ საქმეში დევს ჩვენება, რომელიც ამ კუთხით უნდა გაგრძელდეს.

ბრალდებული  დეკანოზის ადვოკატი განმარტავს, რომ საქმეში ამის დამადასტურებელი მტკიცებულებები არ არსებობს. გიორგი ფანცულაიას თქმით,  ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდება მოწმის და პროკურატურის განცხადებები. მისი თქმით, დღემდე გაურკვეველია რატომ წერია ბრალდებაში შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადება, და რატომ ამტკიცებს ირაკლი მამალაძე მაღალი სასულიერო პირის მოწამვლის მცდელობას.  ე.წ. ციანიდის საქმის წინა სასამართლო სხდომამდე 3 დღე დარჩა. იქნება თუ არა პროცესი საჯარო, უცნობია. თავად ბრალდებული   ითხოვს, რომ ის ღია იყოს

ამავე კატეგორიაში