ოჯახური ძალადობის ფაქტები შემცირებულია

02 მაისი 2017, 00:00 2786 ნახვა

სისხლის სამართლის, მათ შორის ოჯახური ძალადობის შემთხვევები და სტატისტიკა, საქმეები, რომლებზეც გამოძიება დაიწყო. საქართველოში ბოლო სამი თვის მიხედვით, მაჩვენებელი შემცირებულია. თუ სტატისტიკის ეროვნული სააგენტოს კვლევას დავეყრდნობით, იანვარში ქვეყანაში, ძალადობის 108 შემთხვევა დაფიქსირდა, მარტში კი ეს რიცხვი 67-ია.

ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ სახელმწიფომ კამპანია აქტიურად 2016 წელს დაიწყო. პროცესში ჩართულები არიან არასამთავრობო ორგანიზაციები. შემუშავდა სამთავრობო გეგმაც. ბოლო პერიოდის ერთ-ერთი სიახლე კი  კანონპროექტია, რომლის მიღების შემთხვევაშიც, პოლიციელის მიერ შემაკავებელი ორდერი ძალაში გამოწერისთანავე შევა და მოსამართლის ნებართვა საჭირო აღარ იქნება. 

ბექა რომანაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში