მიხეილ ყაველაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოში ახლად განწესებული მოსამართლის, რევაზ ნადარაიას ფიცის დადების ცერემონიას დაესწრო

08 აპრილი 2025, 16:14 353 ნახვა
00:00
00:00

საქართველოს პრეზიდენტი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილთან და უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძესთან ერთად, საკონსტიტუციო სასამართლოში ახლად განწესებული მოსამართლის, რევაზ ნადარაიას ფიცის დადების ცერემონიას დაესწრო.

მიხეილ ყაველაშვილმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმირთა და ბატონ რევაზს სამომავლო საქმიანობაში წარმატება ვუსურვე.

"ბატონ რევაზ ნადარაიას სასამართლო სისტემაში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს და დარწმუნებული ვარ, ამ საპასუხისმგებლო და უმნიშვნელოვანეს საქმეს თავს წარმატებით გაართმევს"- განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

ამინდი