პრეზიდენტის მილოცვა

03 მაისი 2017, 00:00 3328 ნახვა

პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღეს ულოცავს ქართულ მედიას საქართველოს პრეზიდენტი. ,,წლების განმავლობაში თქვენი პროფესიონალიზმით, შეუპოვრობით, ენთუზიაზმით, თქვენ შედექით რეალურ მეოთხე ხელისუფლებად. თქვენ შეძელით, რომ ერთდროულად შეგექმნათ საინფორმაციო ველი და საზოგადოებრივი განწყობა, თქვენ შეძელით ხელისუფლების საქმიანობის კონტროლი.

რეალურად, ქართულ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ სივრცეს თქვენი ყოველდღიური მუშაობა განაპირობებს. მინდა, მადლობა გითხრათ ამისათვის და გისურვოთ მომავალი წარმატებები!”-ნათქვამია მილოცვის ტექსტში, რომელიც  გიორგი მარგველაშვილის ფეისბუქის  ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა. 

ამავე კატეგორიაში