სტამბოლის სასამართლომ  ეკრემ იმამოღლუს პატიმრობიდან გათავისუფლებაზე უარი თქვა

15 აპრილი 2025, 14:34 270 ნახვა
00:00
00:00

სტამბოლის სასამართლომ უარი თქვა სტამბოლის ოპოზიციონერი მერის იმამოღლუსა და მისი ადვოკატის მურატ ონგუნის წინააღმდეგ აღკვეთის ღონისძიების გადახედვაზე და საქმე პირველი ინსტანციის სისხლის სამართლის სასამართლოს დაუბრუნდა. სტამბოლის მერი 23 მარტს კორუფციის ბრალდებით დააპატიმრეს.

იმამოღლუს მხარდამჭერების განცხადებით, მერის წინააღმდეგ საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია და მოქმედი პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის კონკურენტის ლიკვიდაციის მცდელობაა. სტამბოლის მერის დაპატიმრებას თურქეთში მასობრივი საპროტესტო ტალღა მოჰყვა, აქციებზე  2 ათასი ადამიანი, მათ შორის ასობით სტუდენტი დააკავეს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი