აშშ ოკუპირებულ ტერიტორიებზე

04 მაისი 2017, 00:00 2060 ნახვა

 აშშ-ის ადმინისტრაციას ეკრძალება მხარდაჭერა გაუწიოს რომელიმე ქვეყანას, რომელიც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას აღიარებს.

ამერიკულ სახელმწიფო უწყებებს ეკრძალებათ ისეთი ქმედებების განხორციელება, რაც ამ ორი რეგიონის რუსეთის მხრიდან ოკუპაციის მხარდაჭერაზეა მიმართული.  აღნიშნულის შესახებ ნათქვამია დოკუმენტში, რომელიც გუშინ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ მიმდინარე ფინანსური წლის ბიუჯეტთან დაკავშირებით მიიღო.

აშშ-ს ბიუჯეტში რამდენიმე თავი რუსეთს ეხება. რუს დიპლომატებსა და დიპლომატიური წარმომადგენლობების პერსონალს წინასწარ მოუწევთ გადაადგილების თაობაზე აშშ-ის მთავრობის ინფორმირება. გადაწყვეტილებას კანონმდებლები დადებითად აფასებენ. საპარლამენტო ოპოზიციაში სტარტეგიული პარტნიორის მნიშვნელოვან ნაბიჯზე საუბრობენ.  მმართველ გუნდში აქცენტს საქართველოსადმი დიდ ინტერსზე აკეთებენ.

ამავე კატეგორიაში