მამუკა გორგოძე რაგბიდან მიდის

04 მაისი 2017, 00:00 1446 ნახვა

''ბორჯღალოსანთა'' გუნდის კაპიტანი მამუკა გორგოძე ნაკრებიდან მიდის. გორგოძემ ბორჯღალოსნების მაისური პირველად 2003 წლის 22 თებერვალს, ესპანეთის წინააღმდეგ მოირგო და მას შემდეგ გუნდისთვის შეუცვლელ ლიდერად იქცა. იგი მონაწილეობდა  სამ მსოფლიო თასზე  და 4-ჯერ მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა: 2011 წელს ინგლისთან და რუმინეთთან, 2015 წელს ტონგასთან და ახალ ზელანდიასთან. 2015 წლის მსოფლიო თასზე ბორჯღალოსნების კაპიტანი იყო და საქართველომ ისტორიულ შედეგს მიაღწია - ორი თამაშის მოგებით ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა და 2019 წლის მსოფლიო თასის საგზური ნაადრევად მოიპოვა.

ამავე კატეგორიაში