მაჭახელას ეროვნული პარკის ფართობი 1400 ჰექტარით შემცირდა

04 მაისი 2017, 00:00 3942 ნახვა

მაჭახელას ეროვნული პარკის ფართობი 1400 ჰექტარით შემცირდა, გადაწყვეტილება დღეს საქარტევლოს პარლამენტში მიიღეს. 79- ხმით არცერთის წინააღმდეგ დეპუტატებმა კანონპროექტი დღეს ერთხმად მიიღეს.

 ინიციატივა საქართველსო მთავრობას ეკუთვნის, გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე კახა კუჭავა ამბობს, რომ ტერიტორიის დემარკაცია მოხდა და მხოლოდ ის ნაწილები ჩამოეჭრა ნაკრძალს, რომელიც კერძო საკუთრებაში მანამდე ისეც იყო ან სატყეო მეურნეობების ან ფონდებისაა.

 კანონის შესაბამისად „მაჭახელას ეროვნული პარკის“ ფართობი,  8733-ჰექტარის ნაცვლად 7333.18-ჰექტარი გახდა.   პარალელურად ხდება მაჭახელას ეროვნული პარკის საერთო ფართობისთვის მიკუთვნებული ტერიტორიის, ბუნებრივ - გეოგრაფიულად დაყოფისა და მაჭახელას ეროვნული პარკის საერთო ფართობისათვის მიკუთვნებული სახელმწიფო ტყის ფონდის მიწების, სატყეო და სამეურნეობათაშორისო სატყეო მეურნეობების, სატყეოების-ტყის უბნების, კვარტალებისა და ლიტერების აღწერის საფუძვლების ამოღება. 

 

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში