სპორტის კომიტეტის გასვლითი სხდომა ჩაქვში

28 მაისი 2016, 00:00 2800 ნახვა

სხდომაზე ორი საკითხი, აჭარაში ფიზიკური აღზრდისა და სპორტის პრობლემები, ასევე საქართველოს ძალისმიერ ფიტნესში არსებული ხარვეზები განიხილეს. კომიტეტის გაფართოებულ სხდომაზე აჭარის ოლიმპიური კომიტეტის მომხსენებლებმა რეგიონში სპორტის კუთხით არსებული ინფრასტრუქტურული პრობლემები წამოაყენეს, ასევე იყო საუბარი ბათუმის უნივერსიტეტში სპორტული კათედრის აღდგენასთან დაკავშირებითაც. დისკუსიას აჭარის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლები, ქალაქის მერი და სპორტის სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 

ამავე კატეგორიაში