ნებართვის გარეშე  დარგული  ხეები 

04 მაისი 2017, 00:00 2537 ნახვა

მოსამართლეებმა დღეს ბათუმის ბულვარში გამწვანების აქცია მოაწყვეს. მათ საზაფხულო თეატრის მიმდებარედ წითელი ნეკერჩალი, კამელია და მაგნოლია დარგეს. როგორც მოგვიანებით გაირკვა, მათ ბულვარის ტერიტორიაზე ხეების დარგვის უფლება არ ჰქონდათ, რადგან,  ბულვარს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს, შესაბამისად საჭირო იყო კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ნებართვა. აქციას “ბულვარის ადმინისტრაცია” გამოეხმაურა. გოჩა მჟავანაძე ამბობს, რომ ადმინისტრაციამ  კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს, ნებართვასთან დაკავშირებით, წერილობით დღეს მიმართა.

ამავე კატეგორიაში