თიბისი ბანკის მომსახურება ორი დღით შეიზღუდება

05 მაისი 2017, 00:00 4652 ნახვა

6 და 7 მაისს არ იმუშავებს თიბისი ბანკის ფილიალები, სერვის-ცენტრები, ინტერნეტ და მობაილბანკი, სწრაფი გადახდის აპარატები, განვადების ობიექტები და SMS სერვისი.

ხელმისაწვდომი იქნება საბარათე ოპერაციები ბანკომატებსა და პოს-ტერმინალებში, ასევე ელექტრონული გადახდები და სატელეფონო ცენტრი.

განცხადებაში, რომელიც ბანკის ადმინისტრაციამ გაავრცელა წერია, რომ თიბისი ბანკისა და ბანკი რესპუბლიკის გაერთიანებასთან დაკავშირებით, 5 მაისს, 18:00 საათიდან, ბანკი რესპუბლიკის სერვისები ხელმისაწვდომი აღარ იქნება, რესპუბლიკიდან გამავალი გადარიცხვებიც შეჩერდება 5 მაისს, 16:00 საათიდან.

ასევ, თუ თქვენ ბანკი რესპუბლიკის ბარათები გაქვთ, 5 მაისს 5 ნახევრამდე უნდა გადაცვალოთ უფასოდ დამზადებულ თიბისი ბანკის ქარდებში, რადგან რესპუბლიკა ბანკის ბარათები აღარ იქნება აქტიური. 

8 მაისიდან, თიბისი ბანკის ყველა სერვისი სრულად აღდგება, ბანკი რესპუბლიკის კლიენტები თიბისი ბანკის ბაზაში შეძლებენ მომსახურების მიღებას.

ინფორმაციას თიბისი ბანკის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს. 

ამავე კატეგორიაში