ბათუმის შემოსასვლელში მოძრაობა პარალიზებულია /ვიდეო/

05 მაისი 2017, 00:00 15970 ნახვა

ბათუმის შემოსასვლელში მოძრაობა პარალიზებულია, მოსახლეობა საცობის გამო ბათუმის ცენტრალური ნაწილისკენ ფეხით გადაადგილდება. სამარშუტო ტაქსები და მუნიციპალური ტრანსპორტი თამარის დასახლებიდან და მახინჯაურიდან  შემოვლითი გზით მოძრაობენ.  ცენტრალურ გზაზე საგზაო ნიშნების მონიშვნა მიმდინარეობს და  მაგისტრალზე გადაადგილება მხოლოდ ცალმხრივადაა შესაძლებელი.

დიდი ნაკადის გამო, ცალმხრივი გზა სრულად ჩაიკეტა თამარის დასახლებასთან. ამიტომ საცობი ჩაქვამდე აღწევს. 

 საცობში ლოდინის შემდეგ, მოსახლეობის დიდი ნაწილი სამსახურში ფეხით წამოვიდა. 

ბათუმის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოს ინფორმაციით, მომდევნო ორი დღის განმავლობაში, თამარის დასახლებასთან დამაკავშირებელ მთავარ მაგისტრალზე მოძრაობა შეიზღუდება. საავტომობილო მიმოსვლა მხოლოდ ერთ სავალ ზოლზე იქნება შესაძლებელი. შეფერხების მიზეზად საგზაო ნიშნების მონიშვნა სახელდება.

ამავე კატეგორიაში