ბათუმის შემოსასვლელი გზა ორმხრივად გახსნილია

05 მაისი 2017, 00:00 3812 ნახვა

ბათუმში შემოსასვლელი მაგისტრალური გზა ორმხრივად გახსნილია, გზაზე სამუშაოები ამ წუთებში არ მიმდინარეობს. მოძრაობა ნებისმიერ ტრანსპორტს შეუფერხებლად შეუძლია. 

ბათუმის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოს დირექტორის გიორგი ჩხეიძის განცხადებით, გზის მონიშვნა ღამის საათებში გაგრძელდება.  "ამ სიტუაციიდან გამომდინარე შევთანხმდით, რომ სამუშაოებს დავიწყებთ ღამით პირველი საათის შემდეგ, გზას მაშინ გადავკეტავთ როგორც კი სატრანსპორტო ნაკადი იკლებს. სამი საათი დასჭირება სამუშაოებს, თუმცა ტექნიკურად  დაბალ ტემპერატურაზე ღამით არ არის სასურველი გზის დახაზვა, რადგან გაშრობასაც მეტი დრო სჭირდება"- აცხადებს გიორგი ჩხეიძე.

ბათუმში მოძრაობის პარალიზების საკითს დილით ქალაქის მერი გამოეხმაურა.   "მეც დავინტერესდი და ვკითხე სპეციალისტებს, შეიძლებოდა თუ არა სამუშაოები სხვა დროს გადაგვეტანა და არა დილით, როცა პიკის საათია და ასეთი დისკოფორტი შეიძლებოდა შექმნილიყო. სპეციალისტების განმარტებით, ამ სამუშაოების განხორციელებას სპეციალური ტემპერატურა სჭირდებოდა, ამიტომ დაიწყო იმ დროს, როცა დაიწყო" - განაცხადა ქალაქის მერმა გიორგი ერმაკოვმა აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებლეთან. 

განმარტებები აჭარის მთავრობის თავმჯდომარემაც გააკეთა

დღეს დილიდან ბათუმის შემოსასვლელში მოძრაობა პარალიზებული იყო, 

 

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში