კონსტიტუციის პროექტს ბათუმში  8 მაისს განიხილავენ

06 მაისი 2017, 00:00 2108 ნახვა

კონსტიტუციის პროექტის საყოველთაო- სახალხო განხილვა გრძელდება. კვლავ უთანხმოების საკითხია პრეზიდენტის არჩევის წესი, მანდატების გადანაწილება, საარჩევნო ბარიერი და პარლამენტის ადგილსამყოფელი.

პრეზიდენტი პროცესში 8 მაისს ჩაერთვება. გიორგი მარგველაშვილი საყოველთაო განხილვას ბათუმში შეუერთდება. გუშინ კი კონსტიტუციის პროექტის განხილვა ქუთაისში ცხარე კამათის ფონზე მიმდინარეობდა. ერთ თვის შემდეგ დოკუმენტი ვენეციის კომისიას გადაეგზავნება.

ამავე კატეგორიაში