აშშ-ის გადაწყვეტილება - ქართული მხარის  გამოხმაურება

06 მაისი 2017, 00:00 2309 ნახვა

ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ოკუპაციის შესახებ ჩანაწერი დაფიქსირდა აშშ-ის საკანონმდებლო აქტში, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერას, - ასე გამოეხმაურა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე დონალდ ტრამპის მიერ საბიუჯეტო კანონზე ხელმოწერას, სადაც საქართველოს ცალკე თავი ეთმობა.

  პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით კი, ეს არის უპრეცედენტო დოკუმენტი, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის უპრეცედენტო მხარდაჭერას. მისი თქმით, ეს ფაქტი კიდევ ერთხელ მიუთითებს საქართველოსა და აშშ-ს შორის მყარ სტრატეგიულ პარტნიორობაზე.

ამავე კატეგორიაში