აეროპორტის დასახლების ნაწილი პროექტის მიღმა

06 მაისი 2017, 00:00 2342 ნახვა

ბათუმში,  აეროპორტის დასახლების მაცხოვრებლები წყალმომარაგების სისტემის აღდგენას ითხოვენ. ჭა თურმანიძეებისთვის სასმელი წყლის მოპოვების ერთადერთი საშუალებაა. ამბობენ, რომ გრუნტის წყალი, რომელსაც ისინი მოიხმარენ, სასმელად უვარგისია. კაკაბაძის ქუჩის ეს ნაწილი წყლისა და კანალიზაციის სისტემის რეაბილიტაციის პროექტში ვერ მოხვდა.

ახალი  მილები ქუჩის მხოლოდ ერთ ნაწილში გაიყვანეს, თუმცა დღემდე წყალი არც მათ  მიეწოდებათ. ბათუმის მერიაში ადასტურებენ, რომ წყლისა და კანალიზაციის სისტემის რეაბილიტაციის პროექტში, რომელიც 10 წელიწადზე მეტია, რაც ხორციელდება აეროპორტის დასახლების ნაწილი ვერ მოხვდა, თუმცა დონორ ორგანიზაციასთან, “გერმანიის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკთან” ი დარჩენილი უბნების პროექტში ჩართვის თაობაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

ამავე კატეგორიაში