დოკუმენტი საქართველოს მხარდასაჭერად და ოკუპაციის წინააღმდეგ 

06 მაისი 2017, 00:00 2870 ნახვა

აშშ პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ქვეყნის ბიუჯეტს, რომელიც ერთ ტრილიონ დოლარს შეადგენს. საბიუჯეტო კანონთან ერთად დამტკიცდა საკანონმდებლო აქტი, სადაც საქართველოს შესახებ ცალკე თავშია საუბარი სახელწოდებით „საქართველოს ტერიტორიების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია“.

ამ თავში ნათქვამია, რომ ამერიკის სახელმწიფო მდივანს დაევალა, 90 დღის ვადაში, კონგრესს რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციის მიმართებით განხორციელებული ქმედებების შესახებ მოახსენოს. ქართველი პოლიტიკოსებისთვის დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება უპრეცედენტოა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში