ბათუმში საკონსტიტუციო ცვლილებებს ხვალ განიხილავენ

07 მაისი 2017, 00:00 2080 ნახვა

საკონსტიტუციო ცვლილებების საერთო სახალხო განხილვა გრძელდება. სახელმწიფო კომისიის მიერ შემუშავებული დოკუმენტის დეტალური განხილვა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ხვალ იგეგმება. მსჯელობის ერთ-ერთი მთავრი თემა იქნება პრეზიდენტის არჩევის წესი და საარჩევნო სისტემაში ცვლილებები.

შეხვედრაზე მოსახლეობას საშუალება მიეცემა ცვლილებებთან დაკავშირებით შეკითხვები პარლამენტის წევრებს დაუსვან. მსგავსი ტიპის შეხვედრები იმერეთსა და რაჭაში უკვე  გაიმართა, დღეს ცვლილებებზე გურიაში მსჯელობენ.  შეხვედრას, არსებული ინფორმაციით, ბათუმში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეც დაესწრება. შეხვედრა 12 საათზე სააქტო დარბაზში გაიმართება.

ამავე კატეგორიაში