საფრანგეთი - საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური

07 მაისი 2017, 00:00 2356 ნახვა

საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს. საარჩევნო უბნები, ადგილობრივი დროით, დილის 8 საათიდან 19 საათამდე იფუნქციონირებს. პრეზიდენტის პოსტისთვის ''ეროვნული ფრონტის'' კანდიდატი მარინ ლე პენი და მოძრაობის ''წინ'' ლიდერი ემანუელ მაკრონი იბრძვიან.

''ევრონიუსის'' ცნობით, საფრანგეთის საზღვრებს გარეთ მცხოვრებმა მოქალაქეებმა მეორე რაუნდში ხმის მიცემა შაბათს შეძლეს. პირველ ტურთან შედარებით ამ შემთხვევაში ელექტორატის აქტივობა გაიზარდა. არჩევნების მეორე რაუნდის დასრულებისთანავე კანდიდატები მხარდამჭერებთან მიტინგზე გავლენ.

წინასწარი გამოკითხვების თანახმად, ამომრჩევლების ფავორიტი 39 წლის ცენტრისტი მაკრონია. საფრანგეთის რიგით მე-11 საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური 23 აპრილს გაიმართა. ემანუელ მაკრონმა ამომრჩეველთა ხმების 24,01%-ით პირველი ადგილი დაიკავა, ხოლო მარინ ლე პენი - 21,30%-ით მეორე ადგილზე გავიდა.

საფრანგეთის ისტორიაში შესაძლოა რეკორდი მოიხსნას და ემანუელ მაკრონი ყველაზე ახალგაზრდა პრეზიდენტი გახდეს ან ქვეყნის პირველი პირის პოსტი პირველად ქალმა დაიკავოს. 

ამავე კატეგორიაში