სარემონტო სამუშაოების გამო შეზღუდვები ენერგომომარაგებაზე

07 მაისი 2017, 00:00 2203 ნახვა

ხვალ, მახინჯაურის, განთიადის, გოგირდისა და ფერიის აბონენტებს ელექტრო ენერგიის მიწოდება შეეზღუდებათ. მოსახლეობას შუქის გარეშე დილის 9-დან 19 საათამდე დარჩება.

ენერგო-პრო ჯორჯიაში ამბობენ, რომ ელექტროენერგიის შეზღუდვა სარემონტო სამუშაოებს უკავშირდება.

11-დან 18 საათამდე ელექტრო ენერგიის გარეშე იქნება  გონიო, სარფი, კვარიათი და მახოს მოსახლეობაც.

რაც შეეხება ქობულეთს აქ ელექტრო ენერგიის შეზღუდვა იქნება სოფელ ხუცუბანში ოჩხამურში ლეღვასა და ქაქუთში 11-დან 18 საათამდე. 

მაღალმთიან აჭარაში კი შუქის მიწოდება 9-დან 18-საათამდე შეუწყდება დანდალოს, უჩამბას, ახოს, საციხურისა და ჭალას აბონენტებს 8-დან 18 საათამდე .

ამავე კატეგორიაში