36 ფსიქოტროპული აფთიაქის ხელმძღვანელები პასუხისგებაში მისცეს

07 მაისი 2017, 00:00 2822 ნახვა

ფინანსთა სამინისტრომ 36 სხვადასხვა ფსიქოტროპული აფთიაქის 18 ხელმძღვანელი პირი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა. გამოძიებამ დაადგინა, რომ დიდი ოდენობით შემოსავლების მიღების მიზნით, მოქალაქეებზე, მათ შორის არასრულწლოვან პირებზე, სისტემატურად ხდებოდა ფსიქოტროპული და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტების რეცეპტის გარეშე გაყიდვა, რითაც დაკავებული პირები ხელს უწყობდნენ ე.წ. „სააფთიაქო ნარკომანიას“.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 2014 წლიდან 2016 წლის ჩათვლით, ყოველგვარი რეცეპტის გარეშე, 14  მილიონ 590  ათას 866 ერთეული სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული - ფსიქოტროპული მედიკამენტი გაიყიდა.

აფთიაქის ხელმძღვანელმა პირებმა უკანონოდ მიიღეს  ჯამში, 15  მილიონ  11 ათას  488 ლარის ოდენობის შემოსავალი.  ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულებს თავისუფლების აღკვეთა 3 - დან 5 წლამდე ვადით ემუქრებათ.

ამავე კატეგორიაში