11-12 მარტის აქციის მონაწილე 9 პირი პატიმრობაში რჩება

08 მაისი 2017, 00:00 2317 ნახვა

ბათუმის საქალაქო სასამართლოში 11-12 მარტის ღამეს დაკავებული ცხრა პირის  წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს. მოსამართლემ დაკავებულები წინასწარ პატიმრობაში დატოვა.  ადვოკატების განცხადებით, დაცვის მხარე სადავოდ მიიჩნევს ყველა მტკიცებულებას.

კითხვაზე, ცნობენ თუ არა თავს დამნაშავედ - რვა დაკავებულმა დუმილის უფლება გამოიყენა, ხოლო ერთმა ბრალდება უარყო. დღესვე მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძე “ბათუმის აქციის საქმეზე” წინასასამართლო სხდომის ფორმატში კიდევ 8 პირის საქმეს განიხილავს. 

ამავე კატეგორიაში