განათლების სამინისტროში სამ პოზიციაზე კონკურსი მიმდინარეობს

09 მაისი 2017, 00:00 3748 ნახვა

კულტურის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ასევე   ამავე დეპარტამენტისა და იურიდიული  განყოფილების მთავარი სპეციალისტების პოზიციებზე აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში  კონკურსი მიმდინარეობს. აპლიკანტები დღეს მესამე ეტაპს, გასაუბრებას გადიან.

კომისიის შემადგენლობაში არიან მესამე სექტორის, პროფესიული კავშირების, უმაღლესი საბჭოს განათლების კომისიისა და სამინისტროს წარმომადგენლები. სამივე პოზიციაზე სულ 142 კონკურსანტია რეგისტრირებული.  გასაუბრება ხვალ დასრულდება. 

ამავე კატეგორიაში