პოლონეთის დელეგაცია ბათუმში

09 მაისი 2017, 00:00 3344 ნახვა

აჭარის რეგიონში ოფიციალური ვიზიტით  სილეზიის სავოევოდოს დელეგაცია იმყოფება. წარმომადგენლობას დღეს, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა ინგა შამილიშვილმა და მინისტრის მოადგილემ თეონა ბერიძემ სილეზიის სავოევოდოს ოფიციალურ დელეგაციას უმასპინძლეს.

სამუშაო შეხვედრაზე განათლებისა და კულტურის მიმართულებით არსებული ერთობლივი პროექტებისა და სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრეს. აჭარასა  და სილეზიის სავოევოდოს შორის არსებული თანამშრომლობის ფარგლებში, „სამუზეუმო სფეროს წარმომადგენელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობის“ პროექტი განხორციელდა.  

პოლონელმა ექსპერტებმა აჭარაში არსებული კულტურის ცენტრებისთვის საჭიროებებისა და სასურველი მიდგომების კვლევა ჩაატარეს. მიმდინარეობს სხვა პროექტებიც.

ამავე კატეგორიაში