მშობელთა კლუბი: ''სოფლად მცოვრებ შშმ პირებს ნაკლები შეღავათები აქვთ''

09 მაისი 2017, 00:00 2973 ნახვა

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების მშობელთა კლუბმა მორიგი შეხვედრა გამართა. კლუბის წევრებმა ძირითადად, სამედიცინო პროგრამების ხელმისაწვდომობაზე ისაუბრეს. შეხვედრაზე ითქვა, რომ სოციალური სერვისები ქალაქსა და მუნიციპალიტეტებში განსახვევებულია. მათი თქმით,  სოფლად მცოვრებ ბენეფიციარებს ნაკლები შეღავათები აქვთ.

მშობელთა კლუბის წევრები აცხადებენ, რომ სამედიცინო პროგრამებიც არასაკმარისია. ''მშობელთა კლუბი'' ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრის ინიციატივით, შარშან დაფუძნდა. მშობლები თვეში ერთხელ იკრიბებიან და პრობლემურ საკითხებზე მსჯელობენ.

ამავე კატეგორიაში