საბჭოთა საქართველოს უზენაესი საბჭოს წევრები პენსიას ითხოვენ

09 მაისი 2017, 00:00 3108 ნახვა

მეთერთმეტე მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრები სახელმწიფო კომპენსააციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ კანონის რამდენიმე მუხლს აპროტესტებენ.  

მოსარჩელე თვლის, რომ კანონი დისკრიმინაციულია და თანაბარ პირობებში არ აყენებს საქართველოს პარლამენტის წევრებსა და იმ უზენაესი საბჭოს წევრებს, რომლებიც 1985-1990 წლების უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატები იყვნენ.

მოსარჩელე მხარის ინტერესებს ადვოკატი ლია მუხაშავია იცავს, მოპასუხე მხარე კი საქართველოს პარლამენტია.  მიიღებს თუ არა წარმოებაში სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლო, მეორე კოლეგია  მხარეების არგუმენტების მოსმენის შემდეგ გადაწყვეტს.

ამავე კატეგორიაში