შავი ზღვის სანაპიროზე წვიმაა მოსალოდნელი

10 მაისი 2017, 00:00 5802 ნახვა

ორი დღის განმავლობაში ცვალებადი ამინდის შემდეგ, სინოპტიკოსები დღის მეორე ნახევრიდან, ამინდის მნიშვნელოვან გაუარესებას პროგნოზირებენ.

დღეს,  დღის მეორე ნახევრიდან და ხვალ, 11 მაისს,  მთელი დღის განმავლობაში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი წვიმა ელჭექით.  გაძლიერდება დასავლეთის მიმართულების ქარი. 

როგორც გარემოს ეროვნულ სააგენტოში აღნიშნავენ მსგავსი სიტუაცია შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან გადმონაცვლებული ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გამო შეიქმნება.

ასევე, ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში, შესაძლებელია სეტყვა. საქართველოს პატარა მდინარეებსა და მშრალ ხევებში შესაძლოა წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება და წყალმოვარდნები აღინიშნოს.

 

კობა ფარტენაძე
მეტეოროლოგი/წამყვანი

ამავე კატეგორიაში