"დაუდგენელი მიზეზით ნახშირის ამომღები ბადია ჩაწყდა" - კომპანიის განმარტება

09 მაისი 2017, 00:00 3243 ნახვა

"ტყიბულის მინდელის სახელობის მაღაროზე მიმდინარეობდა ბადიას (ნახშირის ამომღები მოწყობილობის) ბაგირის შეცვლის გეგმური სარემონტო სამუშოები, რომელზეც დაკავებული იყო შახტის სარემონტო ბრიგადა, სამუშაოებზე პასუხისმგებელი პირის ხელმძღვანელობით.

სამუშაოების მსვლელობის პროცესში ნახშირის ამომღები ბადია, რომლის სარემონტო სამუშაოებით დაკავებული იყო ოთხი თანამშრომელი, ჯერ კიდევ დაუდგენელი მიზეზების გამო ჩაწყდა. ადგილზე მყოფმა ბრიგადის სხვა წევრებმა მომხდართან დაკავშირებით შეატყობინეს დისპეტჩერს, რის შემდგომაც დაუყოვნებლივ გამოძახებულ იქნა სამთო მაშველთა და სასწრაფო დახმარების სამსახურები. მიმდინარეობს ყველა საჭირო ღონისძიების განხორციელება სარემონტო ბრიგადის მოძიება-გადარჩენის მიზნით.შექმნილია მოკვლევის ჯგუფი, რომელიც დაადგენს ავარიის გამომწვევ მიზეზებს",-ნათქვამია კომპანიის ინფორმაციაში.

კომპანია ''საქნახშირის'' შახტაში დღეს 4 მუშა დაიღუპა. შახტაში ჩავარდნილი მუშების საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე დაიწყო გამოძიება. კვლევა სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების ნორმების დარღვევას გულისხმოს, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

სოციალურ ქსელში ამ ფაქტს სახალხო დამცველი გამოეხმაურა. 

 

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში