სამი თვეა ბათუმი-ახალციხის შემოვლითი გზის ნაწილი ჩამოშლილია

10 მაისი 2017, 00:00 3546 ნახვა

ბათუმი-ახალციხის შემოვლითი გზის ნაწილი ჩამოშლილია. გზის ეს მონაკვეთი, სამი სოფლის თხილნარის, ჭარნალისა და ახალსოფლის ტერიტორიაზე გადის. ადგილობრივები ამბობენ, რომ გზის მონაკვეთი სამი თვის წინ ჩამოიშალა და მიუხედავად იმისა, რომ ავტომობილებისთვის გადაადგილება სახიფათოა, გზის შეკეთება ამ დრომდე არ მომხდარა.  მათი თქმით, გადაადგილების საფრთხე ღამის საათებში განსაკუთრებით მატულობს, როცა ხილვადობა ნაკლებია.

ოპოზიციური პარტიის წევრი ნაციონალური მოძრაობიდან მიშა ბოლქვაძე გამგეობას უმოქმედობაში ადანაშაულებს. "საგზაო დეპარტამენტს მოვუწოდებ დროულად მოხდეს რეაგირება,რომ თავიდან ავიცილოთ უბედური შემთხვევები" - განაცხადა მიშა ბოლქვაძემ. 

ბათუმი-ახალციხის გზის რეაბილიტაცია 2012 წელს განხორციელდა. 

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში