საპირფარეშოებისთვის ადგილები ვერ შეარჩიეს

10 მაისი 2017, 00:00 3186 ნახვა

დაანონსებული საზოგადოებრივი საპირფარეშოები და არშემდგარი მოლაპარაკება. ბათუმის მერიას 6 ადგილზე ტერიტორია იჯარით უნდა გაეცა, სადაც ინდივიდუალური მეწარმე საპირფარეშოებს ააგებდა. ტერიტორიები, ძირითადად, სკვერებში იყო გამოყოფილი, რასაც მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა.

ტუალეტები არ აშენდა. ამ დროისთვის მერია ხალხს ახალს ვერაფერს სთავაზობს. ქალაქი კი საპირფარეშოების დეფიციტს, განსაკუთრებით მწვავედ, ზღვის სეზონზე გრძნობს.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში