პენსიიდან პენსიამდე - ხანდაზმულთა ყოველდღიურობა

10 მაისი 2017, 00:00 3179 ნახვა

როგორია სიბერე საქართველოში? ამ კითხვას უფრო აქტიურად მაშინ ვსვამთ, როდესაც ბათუმში საკრუიზო გემით ასობით უცხოელი ხანდაზმული ტურისტი შემოდის. მსგავსი ქართველი მოგზაური მოხუცების პოვნა გაგვიჭირდა, თუმცა, შევეცდებით გაჩვენოთ, როგორ ცხოვრობენ ხანშიშესული ადამიანები, მაგალითად ქობულეთში. აქ ხომ რეგიონში, ამ მიმართულებით მომუშავე ერთადერთი ორგანიზაცია “ღირსეული სიბერე” ფუნქციონირებს.

სოფო მაკარაძემ ჩაწერა სხვადასხვა აქტივობით დაკავებული მოხუცები და ადამიანები, რომლებიც საკუთარ ფუნქციას ვეღარ პოულობენ. სამედიცინო დახმარებისა და პენსიის გარდა, არ არსებობს მიზნობრივი პროგრამები, რომლებიც მოხუცების საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართვას ხელს შეუწყობს.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში