საქართველო - უკრაინა კონფერენცია

11 მაისი 2017, 00:00 3104 ნახვა

მეორე დღეა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოსა და უკრაინას შორის 25- წლიანი ურთიერთობებისადმი  მიძღვნილი კონფერენცია მიმდინარეობს. დღეს ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტსა და უკრაინის თავისუფალ აკადემიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება.

შეთანხმება სასწავლო დაწესებულებებს შორის კონფერენციებს, გაცვლით პროგრამებსა და სხვადასხვა სახის აქტივობას ითვალისწინებს. უკრაინიდან, პოლონეთიდან და რუმინეთიდან მოწვეული სტუმრები ორ ქვეყანას შორის დიპლომატიურ, ეკონომიკურ და კულტურულ საკითხებზე მსჯელობენ.

ამავე კატეგორიაში