სახელმწიფო „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში მოქალაქეების ბიზნეს იდეების დაფინანსებას ხელახლა იწყებს

11 მაისი 2017, 00:00 4907 ნახვა

სახელმწიფო „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში მოქალაქეების ბიზნეს იდეების დაფინანსებას ხელახლა იწყებს. 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებს სამინისტრო მიერ გავრცელებული ინფორმაციით, „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში მიკრო და მცირე მეწარმეებზე გრანტები გაიცემა.

სამინისტროში მოქალაქეების ბიზნეს იდეების რეგისტრაცია 15-დან 31 მაისის ჩათვლით ვებ-გვერდზე: www.qartuli.ge იქნება შესაძლებელი.

სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გრანტები მოქალაქეებზე გაიცემა, თუ ის არის საქართველოს მოქალაქე, არის სრულწლოვანი და აქვს ბიზნესიდეა. 

თითო მოქალაქეზე გაიცემა 5000 ლარის ოდენობით თანადაფინანსება, მაგრამ თუ თქვენ გეყოლებათ პარტნიორი, შეძლებთ 10 000 ლარიც მიიღოთ. დამატებით, კიდევ 5000 ლარის მოპოვების საშუალებაა, თუ მესამე პარტნიორსაც იპოვით და ერთობლივად გააკეთებთ ბიზნესს.

აუცილებელია, თქვენ ბიზნესს იდეის გასახორციელებად თანადაფინანსებით შეხვიდეთ მინიმუმ მოთხოვნილი თანხის 20%-ით. 

კონკურსში მონაწილეობის მიღება ყველა იმ ადამიანს  შეეძლება, ვისაც ახალი ბიზნესის წამოწყება ან არსებული ბიზნესის გაფართოება-გადაიარაღება სჭირდება.პროგრამა ორ ეტაპად განხორციელდება. პირველ ეტაპზე მოქალაქეები იდეებს წარადგენს, საიდანაც გადაირჩევა საუკეთესოები. შემდეგ გამარჯვებული იდეების ავტორებს, ჩაუტარდებათ ტრეინინგი მეწარმეობის შესახებ, რომელიც მოიცავს ბიზნეს გეგმის მომზადების საკითხებსაც;

მეორე ეტაპზე კი უკვე ბიზნეს გეგმის წარდგენას გულისხმობს, ამ გეგმის მიხედვით გამოვლინდება გამარჯვებულები.

 

 

 

ამავე კატეგორიაში