300 ლარი პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევის გამო

11 მაისი 2017, 00:00 3018 ნახვა

ბოლო პერიოდში, პოლიციელზე წინააღმდეგობის გაწევის გამო, ჯარიმის ყველაზე მაღალი ოდენობა. დღეს მოსამართლემ მერაბ ღოღობერიძე 300 ლარით დააჯარიმა.

ადმინისტრაციული სამართალდარღვევა პოლიციამ 23 აპრილს დააფიქსირა, მათი თქმით, მაშინ, ღოღობერიძე ღვედის არქონის გამო გააჩერეს, მოგვიანებით კი წინააღმდეგობის გაწევისთვის დააკავეს. დაჯარიმებული ამბობს,  რომ პოლიცია პოლიტიკურად მოტივირებულია. მიკერძოებულობაში სდებს ბრალს მოსამართლესაც.

ღოღობერიძე ბრალდებულია 11-12 მარტის სისხლის სამართლის საქმეზეც. 

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში