შრომითი უსაფრთხოების მონიტორინგის ჯგუფი

12 მაისი 2017, 00:00 3477 ნახვა

მაღალი რისკის საწარმოებში შრომითი უსაფრთხოების პრევენციისთვის მონიტორინგის ჯგუფი შეიქმნება, რომელიც ეკონომიკის სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოსა და ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის სპეციალისტებით დაკომპლექტდება.

მონიტორინგის ჯგუფი გიორგი გახარიასა და დავით სერგეენკოს ერთობლივი ბრძანებით შეიქმნება და ის მუშაობას მომავალი კვირიდან შეუდგება. რაც შეეხება ახალ კანონპროექტს შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის შესახებ, მასზე მუშაობა დასკვნით ეტაპზეა, და პარლამენტს განსახილველად გადაეგზავნება.

ამავე კატეგორიაში