თავდაცვის სამინისტროს  განცხადება

13 მაისი 2017, 00:00 1941 ნახვა

დონეცკის რეგიონის სოფელ ნოვოლუგანსკოესთან საბრძოლო დავალებისას დაღუპული თადარიგის ოფიცრის, დავით სიხარულიძის გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო. უწყება  დაღუპულის ოჯახს უსამძიმრებს.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 1973 წელს დაბადებული დავით სიხარულიძე, 2010-2014 წლებში კრწანისის სასწავლო ცენტრში, განათლების სარდლობაში მსახურობდა. 2014 წელს მან შეიარაღებული ძალები საკუთარი გადაწყვეტილებით დატოვა და უკრაინაში გაემგზავრა. 

ამავე კატეგორიაში