საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მე-2 საერთაშორისო კონფერენცია

13 მაისი 2017, 00:00 2028 ნახვა

''თქვენი საქმიანობა ქვეყნის განვითარებისა და სამართლებრივი გარემოს მნიშვნელოვანი შემადგენელია'', - ამ სიტყვებით მიმართა ადვოკატებს საქართველოს პრეზიდენტმა,  ბალტიის ქვეყნებისა და დსთ-ის ქვეყნების ადვოკატთა ასოციაციების საერთაშორისო კონფერენციაზე.  გიორგი მარგველაშვილმა ყურადღება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პროცესში ადვოკატთა პროფესიული საქმიანობის მნიშვნელობაზე გაამახვილა.  პრეზიდენტის თქმით,  ადვოკატები  რთულ ვითარებაში უპირისპირდებიან ძალიან ძლიერ ინსტიტუტებს და ამას მაღალი პროფესიონალიზმით, საქმის მაღალი ცოდნით და ჰუმანიზმის მაღალი პრინციპებიდან გამომდინარე აკეთებენ.

ამავე კატეგორიაში