''ბათუმი'' VS ''ჯიქი''

14 მაისი 2017, 00:00 2383 ნახვა

დღეს 17 საათზე ‘მიხეილ მესხის’ სახელობის სტადიონზე რაგბის 2016/2017 წლების სეზონის დიდი 10-ის  ფინალური შეხვედრა დაიწყება. ერთმანეთს გორის ‘ჯიქი’ და ბათუმის ‘ ბათუმი’ დაუპირისპირდება. ,,ჯიქი” თავის ისტორიაში ფინალში წელს პირველად გავიდა.  ბათუმელებს კი საქართველოს ჩემპიონატი 2-ჯერ აქვთ მოგებული, 1999 და 2002 წლებში. ფინალში ბათუმელებმა ბოლოს 2009 წელს ითამაშეს. სეზონი ამ გუნდებმა პირველ-მეორე ადგილით დაასრულეს. საპრიზო ფონდი წელს 100 ათასი ლარია. საქართველოს ჩემპიონი ჯილდოდ 70 ათასს, ხოლო ფინალში დამარცხებული გუნდი 30 ათას ლარს მიიღებს. ფინალურ შეხვედრას საზოგადოებრივი მაუწყებელის აჭარის ტელევიზია პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ.

ამავე კატეგორიაში