ტრენინგი უსაფრთხო სამუშაო გარემოზე

14 მაისი 2017, 00:00 2751 ნახვა

გზების მშენებლობისას უსაფრთხოების დაცვაზე და ამ კუთხით არსებულ პრობლემებზე ისაუბრეს  დღეს  აჭარის დასაქმების სააგენტოსა და  „დემოკრატიის ინსტიტუტის“ მიერ ორგანიზებულ სემინარზე.  

შეხვედრის მონაწილეებს საკანონმდებლო ბაზაზე და კანონის აღსრულებასთან დაკავშირებული პრობლემებიც გააცნეს. შრომის ინსპექტორის განცხადებით, საგზაო სამშენებლო სამუშაოების შესრულებისას, რისკების თავიდან ასაცილებლად, აუცილებელია  შესაბამისი წესების დაცვა და საჭირო ეკიპირების გამოყენება. შეხვედრა დღეს ტვირთის ფიზიკური ძალით გადაზიდვასთან დაკავშირებული სწავლებით დასრულდება.

ბექა რომანაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში