სახიფათო პროფესიები და პასუხისმგებლობის ტვირთი

14 მაისი 2017, 00:00 3254 ნახვა

არსებობს პროფესიები, რომლებიც ადამიანის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას განსაკუთრებულ საფრთხეს უქმნის. გაერთიანებული პროფკავშირების მონაცემებით, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპულთა და დასახიჩრებულთა რაოდენობა ძალიან დიდია. მას შემდეგ, რაც შრომის ინსპექცია გაუქმდა ანუ 2007-2016 წლებში, სამუშაო ადგილებზე დაღუპულია 356 ადამიანი.

სამშენებლო სექტორი ადამიანის სიცოცხლისთვის ყველაზე სახიფათოდ ითვლება. მშენებლობებზე მთელი წლის განმავლობაში, საშუალოდ 15 ადამიანი მაინც იღუპება. ეს იმიტომ, რომ ამ სფეროში ყველაზე მეტად ირღვევა უსაფრთხოების ნორმები, მუშები ხშირად მუშაობენ ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გარეშე, რაც ტრაგიკული შედეგით სრულდება. ამ სტატისტიკის მიუხედავად დამსაქმებლები და საჯარო მოხელეები პასუხისმგებლობას არ გრძნობენ და ფიქრობენ, რომ დასაქმებული თავად უნდა აკონტოლებდეს უსაფრთხოების ზომების დაცვას.

ბექა რომანაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში