ყარაბახში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი დაირღვა

16 მაისი 2017, 00:00 1870 ნახვა

მთიანმა ყარაბაღმა აზერბაიჯანი სარაკეტო თავდასხმებში დაადანაშაულა. რეგიონის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, აზერბაიჯანელმა სამხედროებმა გასული დღე-ღამის განმავლობაში ურთიერთშეხების ზონაში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 55-ჯერ დაარღვიეს.

აზერბაიჯანის თავდაცვის უწყების ინფორმაციით, სარაკეტო იერიშის შედეგად სარაკეტო-საზენიტო კომპლექსი განადგურდა.

დაღუპულთა და დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. მთიანი ყარაბაღის თავდაცვის უწყებაში საპასუხო ზომების შესახებაც განაცხადეს და პროვოკაციაზე პასუხისმგებლობა აზერბაიჯანის სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობას დააკისრეს.

ოფიციალურ ბაქოში მომხდართან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებიათ. 15 მაისს აზერბაიჯანმა სომხური მხარე ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის 117-ჯერ დარღვევაში დაადანაშაულა.

ამავე კატეგორიაში