პატრიარქის გადაწყვეტილებით მეოთხე წელია ოჯახის სიმტკიცის დღე აღინიშნება

17 მაისი 2017, 00:00 4343 ნახვა

ქართული მართლმადიდებელი ეკლესია 17 მაისი ოჯახის სიმტკიცის დღეს აღნიშნავს. თარიღის დაწესების შესახებ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, ილია მეორემ 2014 წლის 11 მაისს, საკვირაო ქადაგებისას განაცხადა. ილია მეორემ სამღვდელოებას მისცა ლოცვა-კურთხევა, 17 მაისს, ტაძრებში ჩაატარონ პარაკლისი, ნაკურთხი წყლით აკურთხონ ტაძრები, სახლები, ოჯახები და ქუჩები. ამ დღის აღსანიშნავად ქუჩაში მსვლელობებს აწყობენ სასულიერო პირები, მრევლი და ადამიანები, რომლებიც ოჯახის სიმტკიცის დღეს აღნიშნავენ. 

პატრიარქმა 17 მაისი ოჯახის სიმტკიცისა და მშობლების პატივისცემის დღედ, 2013 წელს, ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს მომხდარი მოვლენების შემდეგ, ზუსტად ერთი წლის შემდეგ გამოაცხადა.  

2013 წლის 17 მაისს, ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად შეკრებილ აქციის მონაწილეებს თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ მოქალაქეებისა და სასულიერო პირების ნაწილი.  

ამავე კატეგორიაში