ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტსა და თანამედროვე ხელოვნების სივრცეს შორის მემორანდუმი გაფორმდა

17 მაისი 2017, 00:00 2580 ნახვა

ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტსა და თანამედროვე ხელოვნების სივრცეს შორის მემორანდუმი გაფორმდა.

დოკუმენტი, მხარეებს შორის თანამშრომლობას რამდენიმე მიმართულებით ითვალისწინებს. კერძოდ, თანამედროვე ხელოვნების სივრცე საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ხელს შეუწყობს სტუდენტების პრაქტიკის გავლას და სტაჟირებას.

გარდა ამისა, ყოველწლიურად მოხდება კურსდამთავრებულთა ნამუშევრების გამოფენა-ჩვენება და მოხალისეთა საერთაშორისო ღონისძიებებში ჩართვა.

ამავე კატეგორიაში