100 წლის ქეთევან გოგიჩაიშვილი დაასაჩუქრეს 

17 მაისი 2017, 00:00 2706 ნახვა

ქობულეთში მცხოვრებ ქეთევან გოგიჩაიშვილს დღეს 100 წელი შეუსრულდა. იგი 1917 წლის 17 მაისს, ლანჩხუთში, სოფელ ლესაში დაიბადა. პროფესიით ბუღალტერი ქობულეთის სოფლის კოოპერატივში მთავარ ბუღალტრად ათწლეულების მანძილზე მუშაობდა. არის 3 შვილის დედა, ჰყავს 4 შვილიშვილი და 6 შვილთაშვილი.

აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა უხუცესს დღეს  იუბილე მიულოცა და პროგრამის   ,,100 წელს გადაცილებულ მოქლაქეთა ერთჯერადი მატერიალური დახმარების“ ფარგლებში ათასი ლარი გადასცა. ქეთევან გოგიჩაიშვილმა საჩუქარი ქობულეთის გამგეობისგანაც მიიღო. 

ამავე კატეგორიაში