მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაცია

18 მაისი 2017, 00:00 2158 ნახვა

ბათუმში, კანალიზაციის სისტემის ახალი საკოლექტორო ხაზის მშენებლობა მიმდინარეობს. ამ ეტაპზე, ჩოლოყაშვილის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოები დასკვით ფაზაშია.

ხელშეკრულებით, მშენებლობა ოქტომბერში უნდა დასრულდეს, თუმცა, როგორც მშენებლებმა გვითხრეს, პროექტი წინსწრებით, ვადამდე ადრე დასრულდება. კანალიზაციის ახალი საკოლექტორო ხაზი თამარის, ბარცხანის, ე.წ. ბონისა და ჭაობის დასახლებებს მოემსახურება.

ამავე კატეგორიაში