ბათუმში წიწვოვანი ხე მოჭრეს

18 მაისი 2017, 00:00 6840 ნახვა

ბათუმში, ფარნავაზ მეფისა და ს.ხიმშიაშვილის ​ქუჩების კვეთაში წიწვოვანი ხე მოჭრეს. ინფორმაციას და ფაქტის ამსახველ ფოტომასალას მოქალაქე ავრცელებს. 

ირინა ხაჟალია სოციალურ ქსელში ფოტოებს აქვეყნებს და წერს:

 "იცნობდეთ! ნოვი-ღრუზინ-ბიზმესმენ ლევან ბაკურიძე, რომელმაც კომერციული ფართი იქირავა ფარნავაზ მეფისა და ხიმშიაშილის ქუჩების კვეთაში და ჯერ მე "მეკაჩავა" ჩემი რეკლამა ამეღო რათა თავისი დაედგა და ვერაფერს, რომ ვერ გახდა გამწვანების სამსახურისა და მერიის შესაბამისი ნებართვა იყიდა და მოჭრა აბსოლუტურად ჯანმრთელი ახალგაზრდა ნაძვი....!!! ყველა ბათუმელს, ვისაც ქალაქზე გული შეგტკივათ მოუწოდეთ თქვენს ახლობლებს ბოიკოტი გამოუცხადონ ლ.ბაკურიძის კანტორას რომელიც სარემონტო სამუშაოებს ასრულებს...!
#ალობათუმისმერია  ვ-ი-ნ მოგცათ ამ ქვეყნის ასე ჯიჯგნის უფლება!!!!!!!!!!!!!!!" - წერს სოციალურ ქსელში ირინა ხაჟალია. 

​ბათუმის მერიაში ამ დრომდე კომენტარს არ გაუკეთებიათ, ჯანმრთელი იყო თუ არა ხე, ან არის თუ არა გაცემული მის მოჭრაზე ნებართვა, ამ კითხვებზე პასუხის გაცემას, მერიის პრესსამსახური უახლოეს დროში დაგვპირდა. 

ამავე კატეგორიაში