აჭარის მთავრობა სახელმწიფო შპს-ების კონტროლს ამკაცრებს

19 მაისი 2017, 00:00 3417 ნახვა

შპს-ე ''ჰიგიენა 2009''-ის სკანდალიდან რამდენიმე თვეში, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო, უწყების ქოლგის ქვეშ არსებულ სახელმწიფო შპს-ეების კონტროლს ამკაცრებს. გადაწყვეტილება რეგიონის პირველმა ფინანსისტმა რამდენიმე დღის წინ მიიღო და წესდებაში ცვლილებაც შეიტანა.

კიდევ ერთი სიახლე ეკონომიკის სამინისტროს საწარმოთა მართვის განყოფილების უფროსის დანიშვნაა. ვაკანტური პოზიცია რამაზ ბოლქვაძემ ამავე სამსახურის თანამშრომელს პაატა ბერიძეს ჩააბარა. მანამ აღნიშნულ განყოფილებას აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის არჩილ ხაბაძის მამა ხელმძღვანელობდა, რომელმაც თანაამდებობა შპს “ჰიგიენა 2009”-ის დირექტორის მიერ 5 მილიონი ლარის მითვისებიდან მალევე დატოვა.

თამაზ ხაბაძე  გადაწყვეტილებას მომხდარს არ უკავშირებდა. თუმცა, ფაქტი სამინისტროსთვის მათივე შეპესეებთან ურთოერთობის გადახედვის საფუძველი გახდა.  

ამავე კატეგორიაში