''გენდერული თანასწორობის შეფასება საქართველოს პოლიტიკურ პარტიებში''- კვლევის პრეზენტაცია

19 მაისი 2017, 00:00 3275 ნახვა

თემაზე “გენდერული თანასწორობის შეფასება საქართველოს პოლიტიკურ პარტიებში”,  ნიმდ-ის აღმოსავლეთ ევროპის ოფისმა  გენდერული რანგირების კვლევის პრეზენტაცია გამართა. ორგანიზაციის წევრებმა 7  პარტია სამი ასპექტით, საარჩევნო კომპონენტით, ინსტიტუციური და პროგრამული ინდექსით შეაფასეს.  

საერთო მაჩვენებლის მიხედვით, 46,6 პროცენტით საუკეთესო შედეგი “რესპუბლიკურ პარტიაში” დაფიქსირდა. მეორე და მესამე ადგილებზე “პატრიოტთა ალიანსი” და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” გავიდნენ,  17 პროცენტით ბოლო ადგილზე “ქართული ოცნებაა”. როგორც კვლევაში მონაწილე პარტიების წარმომადგენლები აცხადებენ, მოახლოებული თვითმმართველობის არჩევნებისთვის კვლევის შედეგებს გაითვალისწინებენ.

ამავე კატეგორიაში