გიორგი მამალაძეს სახაზინო ადვოკატი დაუნიშნეს

19 მაისი 2017, 00:00 2791 ნახვა

დატოვეს, თუ გააძევეს? დეკანოზის ადვოკატები ამბობენ, რომ გიორგი მამალაძის მოთხოვნას დაემორჩილნენ და, პროტესტის ნიშნად, დეკანოზის მსგავსად, დარბაზი დატოვეს.

საქალაქო სასამართლო კი განმარტავს, რომ დარბაზიდან ისინი სასამართლოს უპატივცემულობის მიზეზით გააძევეს. ე.წ. “ციანიდის საქმის” განხილვა გადაიდო. დღეს მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და სხდომები სრულად დახურა, სწორედ ამას მოჰყვა დეკანოზის პროტესტი. სასამართლოს მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, ბრალდებულს სახაზინო ადვოკატი დაენიშნება.

სხდომის საჯარო  ნაწილში კი, გაუგებრობა მტკიცებულებებში არსებულ მასალებთან დაკავშირებით, პროკურორების ურთიერთსაპირისპირო განცხადებებმა გამოიწვიეს. სხდომის დატოვებამდე დეკანოზმა ჩხრეკის პროცესი გაიხსენა და ბრალის იმ ვერსიაზე ისაუბრა, რომელიც, მისი მტკიცებით, დაკავებისას მოახსენეს.

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში